ბინის გეგმარება
sopho
აღწერა
ბინისა და სხვადასხვა ტიპის სივრცის დაგეგმარებას თქვენი საჭიროებების, სურვილებისა და ადგილის შესაძლებლობების გათვალისწინებით გთავაზობთ. თუ ცარიელი ბინის გეგმა გაქვთ, არსებული ტიხრების შეცვლა გსურთ ან სივრცის მაქსიმალურად ფუნქციურად გამოყენებას ვერ წყვეტთ, თქვენზე მორგებულ დაგეგმარებას შეგიმუშავებთ. თუ დიზაინ-პროექტი მთლიანად არ გჭირდებათ, საკუთარი ხედვა უკვე გაგაჩნიათ ან უბრალოდ მთლიანი პროექტის ღირებულების გადახდა არ გსურთ, შეგიძლიათ სპეციალისტს მხოლოდ სივრცის მოწყობის საფუძველი, კერძოდ კი, სწორი დაგეგმარება და ავეჯის განლაგება მიანდოთ. სწორად დაგეგმილი სივრცე თითოეული კვადრატული მეტრის მაქსიმალურად ათვისების, ავეჯის ზომებისა და მდებარეობის წინასწარ განსაზღვრისა და მოწყობისას შეცდომების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. - სივრცის ზუსტი აზომვა სანტიმეტრებში, - ოთახებისა და ტიხრების ოპტიმალურად განაწილება, - ავეჯის სწორად განლაგება, - სივრცის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება, - დაგეგმარების სხვადასხვა ვარიანტის შემუშავება, - 2D გეგმა, - 3D მოცულობითი გეგმა, - არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის მომსახურებაც. დაგეგმარებას როგორც თქვენ მიერ მოწოდებული ზუსტი აზომვითი გეგმის მიხედვით, ისე ადგილზე აზომვითაც ვასრულებთ. დეტალებისა და ღირებულების დასაზუსტებლად სივრცის ფართობი და სასურველი მომსახურება მოგვწერეთ.
მსგავსი ბიზნესები
-
-
-
-
ფასი შეთანხმებით
დარეკვა · ინტერიერის დიზაინის სპეციალისტი