მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიაში მოქმედ მთავარ ბუღალტრად ვმუშაობ, ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში სერთიფიცირებულ ბუღალტრადაც ვარ რეგისტრირებული. ორგანიზაციებს სრული ბუღალტერიის წარმოებას, აღრიცხვას, ანგარიშგებასა და დეკლარირებას ვთავაზობ. თანამშრომლობა სრული განაკვეთით ან შეთავსებითაც შესაძლებელია, მუშაობისას კი საკუთარ საბუღალტრო პროგრამას (ორისს) გამოვიყენებ.