ჭაბურღილის რეაბილიტაცია
წყლის სახლი
აღწერა
ჭაბურღილის დაზიანების, წყლის მიწოდების შეწყვეტის ან ამღვრეული წყლის წამოსვლისას ახლის გაბურღვას ნუ იჩქარებთ. „წყლის სახლი“ ავარიული ჭაბურღილების რეაბილიტაციასა და აღდგენას გთავაზობთ. დროთა განმავლობაში ჭაბურღილის დალექვა, დაქვიშვა ან ტუმბოს დაზიანება წყლის მიწოდებას ხშირად აფერხებს. გამოცდილი გუნდი ჭაბურღილს პირვანდელ მდგომარეობას მარტივად დაუბრუნებს. მომსახურება რამდენიმე ძირითად ეტაპს აერთიანებს: - ჭაბურღილის დიაგნოსტიკასა და ქვიშისგან თუ სხვადასხვა ნალექისგან გაწმენდას, - ავარიული ტუმბოების დემონტაჟს, შეკეთებას ან ახლით ჩანაცვლებას, - წყლის დებეტის (რაოდენობის) აღდგენასა და სისტემის გამართვას, - კვალიფიციურ მონტაჟსა და ოფიციალურ გარანტიას. არსებული ჭაბურღილის აღდგენით დროსაც დაზოგავთ და ფინანსებსაც. სპეციალისტის გამოძახება შეგიძლიათ: 555 95 65 59 წყლის სახლი - თქვენი საიმედო პარტნიორი.