სხვადასხვა ზომის, სირთულისა და საქმიანობის კომპანიებს, ასევე მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს ბუღალტრულ მომსახურებას ვთავაზობთ:
- პირველად დოკუმენტებს (ინვოისებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა) ვიღებთ, ვამუშავებთ და ვაარქივებთ,
- ვანგარიშობთ და ვარიცხავთ ხელფასებს, საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებს,
- ვახორციელებთ საბანკო გადარიცხვებს,
- ვამზადებთ და წარვადგენთ დეკლარაციებს,
- ვამზადებთ იმპორტის დოკუმენტაციას და ორგანიზებას ვუწევთ საბაჟო პროცესს.
მომსახურების საფასურს კი თქვენს შესაძლებლობებს მოვარგებთ.