ადვოკატი და იურიდიული კონსულტაცია თბილისში

იურიდიული ფირმა

4.9 · 77 შეფასება Google-ზე ადვოკატი და იურიდიული კონსულტაციათბილისი

ფასები

  1. იურიდიული ფირმა 50 ₾

აღწერა

საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე & პარტნიორები“ ფიზიკურ პირებს მისაღებ ფასად და შეღავათიანი პირობებით სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. საერთო სპეციალიზაციის მქონე გამოცდილი ადვოკატი კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. ინტერესების დაცვა შესაძლებელია როგორც წინასწარი გამოძიების ეტაპზე და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ისე საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. ფიზიკურ პირებს სამართლებრივ კონსულტაციასთან ერთად დახმარებას ვუწევთ ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა განქორწინება, ალიმენტი, სახელშეკრულებო, მემკვიდრეობითი, ადმინისტრაციული და შრომითი დავები. ასევე უზრუნველყოფთ ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას. ამასთან, კომპანია იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს იურიდიულ პირებსაც. საქმიანობას ვახორციელებთ სამოქალაქო, სამეწარმეო, საერთაშორისო კერძო, ადმინისტრაციული, შრომის, საგადასახადო, საბაჟო, სისხლისა და სახელშეკრულებო სამართლის სფეროებში, ხელს ვუწყობთ უძრავი ქონების რეგისტრაციისა და პრივატიზაციის პროცესებს. კომპანიის მომსახურება რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორის არის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი კონსულტაციების მომზადება, კლიენტის წარმომადგენლობა საქმიან მოლაპარაკებებში და მისი ინტერესების დაცვა. იურიდიული პირების დაფუძნებისა თუ რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა) გარდა, ორგანიზაციებს ყოველდღიურ იურიდიულ მომსახურებასაც ვუწევთ. ეს გულისხმობს შიდა დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, დოკუმენტების სწორად გაფორმებას და საქმიანობისას წამოჭრილი სადაო საკითხების სამართლებრივი გზით მოგვარებას. ასევე ვუზრუნველყოფთ სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობას, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის, მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელებისა თუ საჩივრების მომზადებასა და ანალიზს, სასამართლო პროცესებზე კი კლიენტებს ადვოკატის წარმომადგენლობით ვემსახურებით. საკონტაქტო ინფორმაცია: „ნაკაშიძე & პარტნიორები“ თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი) თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე) კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: viber, whatsApp

სასარგებლო ინფორმაცია

ვებსაიტი
iuristi.com

შეფასებები

4.9·77 შეფასება Google-ზე

Google Maps-ზე ნახვა

ლოკაციები

საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ. 47 რუკის ნახვა

მსგავსი ბიზნესები

  1. ალფა

    Google-ის რეიტინგი 3.5 5-დან, 149 შეფასება

    თბილისი · 1.1 კმ

    ფასი შეთანხმებით

    დარეკვა · ალფა
  2. თბილისი · 2.2 კმ

    24/7

    ფასი შეთანხმებით

    დარეკვა · Advocat.Ge
  3. Wizer - ვაიზერი

    Google-ის რეიტინგი 4.3 5-დან, 63 შეფასება

    თბილისი · 3.8 კმ

    ფასი შეთანხმებით

    დარეკვა · Wizer - ვაიზერი
  4. სამართლებრივი დახმარება

    Google-ის რეიტინგი 5.0 5-დან, 2 შეფასება

    თბილისი · 4.7 კმ

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გავაკეთებ.ge

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გაზიარება