ოჯახური მეღვინეობა „ოთხი და“ კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში ღვინის ტურებზე გიწვევთ. სტუმრებს უშუალოდ ვენახის ტერიტორიაზე მოწყობილ სივრცეში ვუმასპინძლებთ და სეზონების მიხედვით სხვადასხვა აქტივობას შევთავაზებთ. ჩვენი ტურისტული შეთავაზებები ვენახში პიკნიკს, ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნებასა და ღვინის დეგუსტაციას მოიცავს, რომელსაც სომელიე ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე ჩაატარებს. აქვე ვიზიტორებს ღვინისა და ყველის შეხამების მასტერკლასებში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. ქალაქისგან მოშორებით განსატვირთად ტერიტორიაზე საქანელებსა და ჰამაკს განვათავსებთ, სტუმრობისა და დეგუსტაციის პროცესს კი მუსიკა გააფორმებს.