ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
თამარ ბარბაქაძე
აღწერა
მოგესალმებით! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი და ფილოსოფიის ბაკალავრი GPA 4.00 გახლავართ. ჩემი შემოთავაზება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: - ქართული ენისა და ლიტერატურის სრულ კურსს V - X კლასის მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისთვის კი სპეციალურ, ინტენსიურ მეცადინეობებს ვთავაზობ, - ესეების წერას, ტექსტების ანალიზსა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების სხვადასხვა კუთხით გაცნობას, - მსოფლიო ლიტერატურიდან უმნიშვნელოვანესი მხატვრული და ფილოსოფიური ძეგლების შესწავლას, - საგამოცდო მასალებზე აქტიურ მუშაობას, - თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მიდგომას. ჩემი გამოცდილება და აკადემიური მიღწევები: - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელი დიპლომი (GPA 4.00), - 4 წლის განმავლობაში მოპოვებული სახელმწიფო სტიპენდია, - არაფორმალური განათლების ცენტრში მუშაობის პედაგოგიური გამოცდილება, სადაც ორ საავტორო კურსსაც ვუძღვები, - გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მოპოვებული 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, - ვენის უნივერსიტეტის ბიზანტიური ბერძნულის კურსის უმაღლესი შეფასებით დასრულება, - ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვება, - ისტორიის ეროვნულ კონკურსში (რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ეხებოდა) მონაწილეობა და გამარჯვება. მეცადინეობის ფორმატი: - შეხვედრები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითოეული მეცადინეობა კი 30 წუთს გაგრძელდება, - სწავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვარტალი), ისე ონლაინ რეჟიმშიც. ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კლასზე)
მსგავსი ბიზნესები
-
-
ფასი შეთანხმებით
დარეკვა · გეოგრაფიის შესწავლა -
-
ფასი შეთანხმებით
დარეკვა · სკოლის მოსწავლეთა მომზადება