ქონების ღირებულების შეფასება
IRAKLI
ფასები
-
ქონების ღირებულების შეფასება 300 ₾
აღწერა
სერტიფიცირებული შემფასებელი უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას გთავაზობთ. ვაფასებთ ბინებს, სახლებს, მიწის ნაკვეთებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროებს, ავტოტექნიკას, ავეჯსა და ინვენტარს. ქონების შეფასება ფიზიკურ პირებსაც სჭირდებათ და იურიდიულებსაც, როდესაც ისინი ყიდვას, გაყიდვას, იპოთეკურ უზრუნველყოფას ან ინვესტირებას გეგმავენ. სანდო და ობიექტური შეფასება თქვენს ინტერესებს იცავს და ფინანსურ რისკებს ამცირებს, რაც ბათუმის დინამიკურ ბაზარზე განსაკუთრებით საყურადღებოა. ჩვენი საქმიანობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: უძრავ ქონებას დეტალურად ვათვალიერებთ და დოკუმენტაციას ვაანალიზებთ. ადგილობრივ ბაზარზე საბაზრო კვლევასა და შედარებით ანალიზს ვატარებთ. ქონების მდგომარეობას, მდებარეობასა და გამოყენების მიზნებს ვაფასებთ. შეფასების ანგარიშს საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად ვამზადებთ. დამკვეთს შეფასების შედეგებს დეტალურად ვუმარტავთ და კონსულტაციას ვუწევთ. ჩვენი უპირატესობები: სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება გვაქვს. სიზუსტესა და ობიექტურობას შეფასების ყოველ ეტაპზე ვუზრუნველყოფთ. მომსახურებას სწრაფად და შეთანხმებულ ვადებში ვასრულებთ. მუშაობისას თანამედროვე მეთოდებსა და სანდო მონაცემებს ვიყენებთ.