სამშენებლო კომპანია თბილისში

კორპუსების აშენება

სამშენებლო კომპანია +1თბილისი

შორე

აღწერა

კომერციული წინადადება სამშენებლო პაკეტები და ფასები 2026 მოგესალმებით, წარმოგიდგენთ სამშენებლო სამუშაოების 3 ძირითად პაკეტს, სადაც ფასები გათვლილია 1 კვ.მ-ზე: 1. შავი კარკასი - 260-265 USD/კვ.მ ღირებულებაში შედის შენობის საძირკვლიდან აღმართვა, გარე კედლებისა და შიდა ტიხრების ამოშენება, აგრეთვე შიდა სივრცეების თაბაშირით გადახურვა. ფასში არ შედის კარ-ფანჯარა, საინჟინრო კომუნიკაციები და მოპირკეთება. სამუშაოების სავარაუდო ვადა 150 კვ.მ სახლისთვის 2-3 თვეს შეადგენს. 2. თეთრი კარკასი - 380-400 USD/კვ.მ ეს მომსახურება მოიცავს შავი კარკასის სრულ სამუშაოებს, რასაც შიდა კედლების პირველადი შელესვა თაბაშირითა და შპაკლით დამუშავებაც ემატება. აქაც არ შედის კარ-ფანჯრის ჩასმა, იატაკის მოპირკეთება, კაფელ-მეტლახის დაგება და კედლების საბოლოო შეღებვა. სამუშაოების დასრულებას 150 კვ.მ სახლის შემთხვევაში სავარაუდოდ 4-5 თვე დასჭირდება. 3. მწვანე კარკასი - 560-570 USD/კვ.მ ფასი მოიცავს მშენებლობას საძირკვლიდან, სრულ შიდა სარემონტო სამუშაოებსა და შენობის გარე ფასადის მოპირკეთებას. ხოლო იატაკის კაფელი და ლამინატი, კედლების შეღებვა ან შპალერის გაკვრა და სანიტარული ტექნიკის მონტაჟი ამ პაკეტში არ შედის. ამ სამუშაოებს 150 კვ.მ სახლისთვის სავარაუდოდ 6-8 თვე დასჭირდება. დამატებითი მომსახურება: პროექტირება, რაც არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების მომზადებას, გეოლოგიურ და ნიადაგის კვლევას მოიცავს: 40-50 USD/კვ.მ - ვადა 15-20 დღე მონოლითური სამუშაოები მასალით: 180-200 USD/კვ.მ მონოლითური სამუშაოები, მხოლოდ ხელობა: 100-110 USD/კვ.მ ინსტალაციის სამუშაოები (მინიმალური ფართი 60 კვ.მ): 1550 GEL/კვ.მ ლენტების მონტაჟი (მინიმუმ 250-300 გრძ.მ): 250 GEL/გრძივი მეტრი სხვა პირობები: მშენებლობის პროცესში შესაძლოა 10-20% გაუთვალისწინებელი ხარჯიც დაემატოს, ხოლო ანგარიშსწორება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ხდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და თქვენი პროექტის ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად დაგვიკავშირდით.

მსგავსი ბიზნესები

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გავაკეთებ.ge

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გაზიარება