ლითონის ზედაპირებიდან ღრმად ჩამჯდარ ჟანგს, საღებავსა და სხვადასხვა დაბინძურებას ვაშორებთ, რის შემდეგაც მას სუფთა მეტალამდე დაგვყავს. ქვის, აგურის, თიხისა და ბეტონის ზედაპირებსაც საგულდაგულოდ ვწმენდთ, ვაახლებთ და რესტავრაციას ვუკეთებთ. ამასთან ერთად, ხის ზედაპირიდან საღებავის, ლაქის, დაბინძურების, გახუნებული ფენებისა თუ ხანძრით მიყენებული დაზიანებების მოშორებას, მის განახლებასა და რესტავრაციასაც ვუზრუნველყოფთ. აღნიშნულ მომსახურებას წნევის რეგულირებადი პროფესიონალური დანადგარებით ვასრულებთ.