სამშენებლო სფეროში მუშაობის 10 წლის გამოცდილების მქონე პრარაბი საკუთარ ბრიგადასთან ერთად ნებისმიერი სირთულის პროექტს დათქმულ ვადებში ხარისხიანად აგიშენებთ.
ნახაზების კითხვა კარგად ვიცით, სახლებს, სასტუმროებსა და კორპუსებს ვაშენებთ, აგრეთვე ბლოკის მოწყობასა და ლესვასაც თავად ვუზრუნველყოფთ. ჩვენს პორტფოლიოში სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა, გუდაურის სასტუმრო, დიდ დიღომში, რუსთავში, შინდისსა და ბულაჩაურში აშენებული სახლები შედის.
ყოველდღე ვმუშაობთ და მშენებლობას თქვენი ან ჩვენივე მასალით გთავაზობთ, შესრულებული სამუშაოთი კი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.