ფასადის, კარ-ფანჯრის დამონტაჟება და რეგულირება
ბიძინა
აღწერა
კომპანია „ალუ-ტექ სერვისი“ ალუმინისა და მინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრებს, ფასადებს, მათ მონტაჟსა და რეგულირებას გთავაზობთ. ჩვენი მომსახურება შემდეგ სამუშაოებს მოიცავს: ალუმინისა და მინის კარ-ფანჯრების შეკეთება და დარეგულირება. დაზიანებული ანჯამებისა და საკეტების შეკეთება-გამოცვლა, აგრეთვე ჰერმეტულობის აღდგენა. სლაიდი, დასაკეცი და ორფრთიანი კარების მონტაჟი და რეგულირება. ფასადური და სლაიდური სისტემით შემინვა. სისტემის თერმული იზოლაციის აღდგენა, რაც ჰაერისა და წყლის გაუმტარობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. შენობა-ნაგებობის სპეციფიკის შესწავლის შემდეგ, ვიტრაჟებსა და კარებზე ჩახურვების სპეციალურ სპექტრს გთავაზობთ. მიღებული მონაცემების საფუძველზე ვარჩევთ შესაბამის სხვადასხვა ტიპს, რაც მოიცავს როგორც შიდა ინტერიერში, ისე ექსტერიერზე შესასრულებელ სამუშაოებს. მუშაობისას მაღალი ხარისხის ფურნიტურასა და მასალას ვიყენებთ. კომპანია „ალუ-ტექ სერვისი“ ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: "SCHÜCO" "DORMAKABA" "REYNAERS ALUMINIUM" "SIEGENIA" "G-U" "ASASH" და სხვა. გამოძახება, დაზიანებების შეფასება და შესასრულებელი სამუშაოს კალკულაცია ფასიანია: დედაქალაქში - 50 ლარი. ქალაქგარეთ - 100+ ლარი.
მსგავსი ბიზნესები
-
-
მეტალო-პლასტმასის სპეციალისტის მომსახურება
Google-ის რეიტინგი 5.0 5-დან, 17 შეფასება -
-