აგურის წყობა და ლესვა თბილისში

პერლიტით გალესვა

აგურის წყობა და ლესვათბილისი

აღწერა

აფუებული პერლიტი შენობის შიდა და გარე ლესვისთვის გამოიყენება, რადგან იგი ეკოლოგიური, მაღალი თბო- და ბგერაიზოლაციის მქონე სალესი მასალაა და ამიტომაც „თბილი ბათქაშის“ კატეგორიას მიეკუთვნება. სწორედ ამ თვისებების გამო, პერლიტის ბათქაშს შენობის როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისთვის ვიყენებთ. 1. ჩვენ მიერ წარმოებული პერლიტის მშრალი ბათქაში სამშენებლო ბლოკთან, ბეტონთან, აგურსა და სხვა საკედლე შემავსებლებთან შესანიშნავ შეჭიდულობას უზრუნველყოფს. 2. მასალას ხმისა და თერმული იზოლაციის მაღალი მაჩვენებლები ახასიათებს. 2,5 სმ სისქის ნალესი პერლიტი 15 სანტიმეტრი სისქის აგურის კედლის ტოლფასია, ამიტომ მისი გამოყენებით გათბობის ხარჯებსაც 40%-ით შეიმცირებთ. 3. ეს მასალა ხელს უშლის კედლებზე სოკოს, ბაქტერიებისა და ნესტის გაჩენას. 4. ცეცხლის, მაღალი ტემპერატურისა და ყინვის მიმართ განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევა და არც 2000 გრადუს ტემპერატურაზე იწვის. 5. სახანძრო უსაფრთხოებასაც საიმედოდ იცავს, რადგან წვასა და ალის გავრცელებას საერთოდ არ უწყობს ხელს. 6. 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რაც ალერგიული რეაქციებისა თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენებას გამორიცხავს. 7. მისი დატანა ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის ბლოკზე, აგურსა თუ ბეტონზეა შესაძლებელი, ხოლო დამუშავების პროცესი საკმაოდ მარტივია. 8. ტრადიციულ სალეს მასალებთან, მაგალითად გაჯთან ან თაბაშირთან შედარებით მრავალი უპირატესობის მიუხედავად, მისი ფასი ამ მასალების ღირებულებას არ აღემატება. 9. საგულისხმოა ისიც, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ ნარჩენები საერთოდ არ რჩება, რაც სამშენებლო ნაგვის გასატანად დამატებითი ხარჯების გაწევისგან დაგიცავთ. პირველ ფოტოზე ნაჩვენებია 5 სმ სისქის პერლიტით გალესილ კედელზე საჰაერო მასების ორმხრივი მოძრაობა (რაც კედლის „სუნთქვას“ ნიშნავს), ხოლო სითბოს ტალღები პერლიტის თბოსაიზოლაციო ფითხთან შეჯახებისთანავე კვლავ ოთახის სივრცეში ბრუნდება. ჩვენ მიერ წარმოებული პერლიტის მშრალი ეკო-ფითხი მაღალ სამომხმარებლო თვისებებს ავლენს, რადგან იგი 100%-ით პერლიტისგან შედგება და ყოველგვარი ქიმიური თუ სინთეზური დანამატების გარეშე მზადდება, მისი ძირითადი ფორმულა კი სწორედ ბუნებრივი, ეკოლოგიური პერლიტია. შრობის დრო: 24-36 სთ. იხილეთ ჩვენი ვებგვერდი perlit.ge. პერლიტი, პერლიტის ბლოკი, პერლიტით ლესვა, სალესი პერლიტი. კომპანია „ქართული პერლიტის ჯგუფი“.

ლოკაციები

მსგავსი ბიზნესები

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გავაკეთებ.ge

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გაზიარება