კაფელ მეთლახის ხელოსანი თბილისში

ფილების დამგები და მომპირკეთებელი

კაფელ მეთლახის ხელოსანითბილისი

თორნიკე

ფასები

  1. ფილების დამგები და მომპირკეთებელი 35 ₾კვ.მ-ზე

აღწერა

ფილებით მოპირკეთების სამუშაოებს ლაზერული სიზუსტით ვასრულებთ. ჩვენი გუნდი მავნე ჩვევების არმქონე, მშვიდი და მოწესრიგებული ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შედგება. მოპოვებული გვაქვს მეფილე-მომპირკეთებლის საერთაშორისო სერტიფიკატი, ამასთანავე ევროპაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც გვიმაგრებს ზურგს. სამუშაოს ყოველთვის ხარისხიანად, სუფთად და ვადების ზუსტი დაცვით ვაკეთებთ. დამკვეთის სურვილისამებრ, ვმუშაობთ როგორც საკუთარი, ისე თქვენი მასალით. სამუშაოს შესასრულებლად შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ხელოსნის მომსახურება, რომლის ღირებულებაც კვადრატულ მეტრზე 35 ლარს შეადგენს, ან ისარგებლოთ სრული პაკეტით. სრული პაკეტის ფასი კვადრატულ მეტრზე 140 ლარია და მასში მასალის ღირებულებაც შედის. ეს მომსახურება ითვალისწინებს იატაკისა და კედლების დაგრუნტვას, კედლის გალესვას სილა-ცემენტის ხსნარით, დასაკიდი უნიტაზის ინსტალაციის კომპლექტის შეფუთვას მისი არსებობის შემთხვევაში, ასევე იატაკის მოჭიმვას (სტიაშკას), საშხაპესთვის ბორდიურის ამოშენებას, ჰიდროიზოლაციის წასმას, ფილის გაკვრა-დაგებას, გარე კუთხეების მონტაჟს, დაფუგვას, მასალის ადგილზე მოტანას, გადმოტვირთვასა და სართულებზე ატანას, ბოლოს კი სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანასა და გატანას. თანამშრომლობა შესაძლებელია როგორც ხელშეკრულებით, ისე ხელშეკრულების გარეშეც. გარდა ამისა, შეგვიძლია სრული სარემონტო სამუშაოებიც შეგისრულოთ შავი კარკასიდან გასაღების ჩაბარებამდე.

მსგავსი ბიზნესები

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გავაკეთებ.ge

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გაზიარება