playstation-ის შეკეთება და გაწმენდა
Sony
აღწერა
თუ თქვენი playstation ხმაურობს, ცხელდება ან ტექნიკური ხარვეზები აქვს, ჩვენი მომსახურება მოწყობილობის მუშაობის ვადის გაზრდასა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. რას ვაკეთებთ: PlayStation კონსოლის სრულ დიაგნოსტიკასა და ხარვეზების დადგენას, მოწყობილობის სპეციალური ხელსაწყოებით გაწმენდას მტვრისა და ჭუჭყისგან, გაგრილების სისტემის, კერძოდ, ვენტილატორისა და თერმოპასტის აღდგენასა და შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული დეტალების შეკეთებას ან შეცვლას, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასა და სისტემური შეცდომების გამოსწორებას, სამუშაოს დასრულების შემდგომ ტესტირებასა და საბოლოო შემოწმებას. რატომ უნდა აგვირჩიოთ: PlayStation-ის შეკეთებისა და გაწმენდის სფეროში მუშაობის 8 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს, მხოლოდ სერტიფიცირებულ და ხარისხიან სათადარიგო ნაწილებს ვიყენებთ, მომსახურებას სწრაფად და ეფექტურად ვასრულებთ, შესრულებულ სამუშაოზე გარანტიასაც გავცემთ, ჩვენი სამუშაო გარემო კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. დაგვიკავშირდით: კომპიუტერის შეკეთება მარტივად შეგიძლიათ დაგეგმოთ - დეტალური ინფორმაციის მისაღებად მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდით.