გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებული ატელიე „გოგოლა“ სხვადასხვა ტიპის სამოსს კერავს. ჩვენთან ჩოხების, ახალუხების, საბალეტო, ეროვნული, საზეიმო თუ საღამოს კაბების შეკვეთა შეგიძლიათ. ამასთან, ფარდებს, თეთრეულსა და მაგიდის გადასაფარებლებსაც ვკერავთ და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას უმოკლეს ვადაში ვთავაზობთ. საგულისხმოა ისიც, რომ საბალეტო დასებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და დღემდე ასობით საბალეტო თუ სადღესასწაულო კაბა შევკერეთ. შესაკვეთად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ მობილურ ტელეფონზე. ატელიე ნაძალადევში, კიკვიძის ბაღის, იგივე ყოფილი კინო „საქართველოს“ მიმდებარედ მუშაობს.