შრომის უსაფრთხოების სისტემის ინტეგრირება
შრომის უსაფრთხოების სამსა
ფასები
-
შრომის უსაფრთხოების სისტემის ინტეგრირება 500 ₾
აღწერა
შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და კომპანიებისთვის განკუთვნილი პროფესიული მომსახურება! კომპანიებსა და ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას ვთავაზობთ, რასაც სერტიფიცირებული სპეციალისტი უზრუნველყოფს. მომსახურების მიღება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის მქონე ობიექტს შეუძლია, მათ შორის სამშენებლო, საწარმოო, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, სამედიცინო, საოფისე და სხვა ტიპის ორგანიზაციებს. ჩვენი მომსახურების ფარგლებში ვახორციელებთ: • შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და ორგანიზებას • კომპანიებისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურების გაწევას • სამუშაო გარემოსა და არსებული რისკების შეფასებას • რისკების შეფასების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დოკუმენტაციის შემუშავებას • სამუშაო პროცესებისა და უსაფრთხოების პროცედურების მოწესრიგებას • თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ჩატარებას • პირველადი, განმეორებითი და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ორგანიზებასა და ჩატარებას • შესაბამისი ჟურნალებისა და დოკუმენტების წარმოებას • სამუშაო ადგილზე არსებული შეუსაბამობების გამოვლენასა და გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვას • სახელმწიფო შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და მოწესრიგებას ამასთანავე, ვემსახურებით იმ კომპანიებსაც, რომლებსაც: • საქმიანობა შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შეუჩერდათ, • შრომის ინსპექცია ამოწმებს, • ინსპექციისგან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის მითითება მიიღეს, • შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცედურების მოწესრიგება დაევალათ, • ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება სჭირდებათ, • ობიექტის განმეორებითი შემოწმებისთვის მომზადება სურთ. მომსახურების მთავარი მიზანი კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის სწორად ჩამოყალიბება, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და სამუშაო ადგილებზე რისკების მაქსიმალურად შემცირებაა. ვთანამშრომლობთ როგორც ერთჯერადი მომსახურების, ისე პერიოდული და გრძელვადიანი პარტნიორობის ფორმატით. დეტალური ინფორმაციისა და მომსახურების პირობების გასარკვევად დაგვიკავშირდით. ტელ: 593 61 64 33
მსგავსი ბიზნესები
-
-
ფასი შეთანხმებით
დარეკვა · საევაკუაციო გეგმა