სიგნალიზაცია სახლს, ოფისს, მაღაზიასა თუ სხვა ობიექტს შეღწევის, ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან იცავს. სენსორებით, საკონტროლო პანელითა და ხმოვანი თუ მობილური შეტყობინებებით დაკომპლექტებული სისტემა სწრაფ რეაგირებასა და უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს უზრუნველყოფს. ამასთან, თანამედროვე სიგნალიზაციის მართვა მობილური აპლიკაციითაც შესაძლებელია, რაც მომხმარებელს ნებისმიერ დროსა და ადგილიდან მუდმივი კონტროლის საშუალებას აძლევს.