თხევადი შპალიერით მოპირკეთება და გაკვრა
Zura x.b.
აღწერა
ეკოლოგიურად სუფთა თხევადი შპალიერი და მისი გაკვრა: საოფისე თუ საცხოვრებელი სივრცის ინტერიერისთვის განკუთვნილი თხევადი შპალიერი ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით დამზადებული თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც 100% ეკოლოგიურია. ეს მასალა ნატურალური და უსაფრთხო კომპონენტებისგან, კერძოდ, ქაღალდის ბოჭკოებისგან მზადდება 1. თხევადი შპალიერი უსუნოა და გარემოსთვისაც უსაფრთხო, 2. ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული მასალა ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა და ალერგიას არ იწვევს. იგი არც მტვერს იკრავს და არც სუნს, მაგალითად, სიგარეტის ბოლს, რის გამოც მისი გამოყენება საბავშვო ოთახებსა და სამედიცინო დაწესებულებებშიცაა რეკომენდებული, 3. მისი დამუშავება ყველა ზედაპირზეა შესაძლებელი, 4. სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყველა სეზონზეა შესაძლებელი, ხოლო გაშრობას 24 – 48 საათი სჭირდება. სამუშაო პროცესშიც და მისი დასრულების შემდეგაც მასალას სუნი არ აქვს 5. ზედაპირი არ იბზარება და, ჩვეულებრივი შპალერისგან განსხვავებით, გადაბმის ხაზებიც არ ეტყობა, 6. ახასიათებს მაღალი თბო და ბგერაიზოლაცია, აგრეთვე ოთახში ტენიანობის დონესაც არეგულირებს 7. არ ხუნდება და ხანგრძლივ, მრავალწლიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი (20-25 წ), 8. თხევადი შპალერი ცეცხლგამძლეა და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების ყველა მოთხოვნას პასუხობს 9. მდგრადია გარე ზემოქმედების მიმართ და იოლად იწმინდება.
მსგავსი ბიზნესები
-
-
ფასი შეთანხმებით
დარეკვა · სამალიარო მომსახურება -
-