ვეტერინარი და ვეტკლინიკა თბილისში

ვეტერინარული მომსახურება

ვეტერინარი და ვეტკლინიკათბილისი

ლაშა გოგოლაძე

აღწერა

ვეტერინარიულ მომსახურებას ბინაზე გამოძახებით გთავაზობთ. თერაპიული მიმართულებით პაციენტის გასინჯვა, დიაგნოსტიკა, ნემსების გაკეთება, კათეტერიზაცია და გადასხმა ადგილზევე ტარდება. ვაქცინაციის გარდა, სხვადასხვა ანალიზისთვის მასალას ვიღებთ და ლაბორატორიაში თავადვე მიგვაქვს. ამ გზით სისხლის საერთო და ბიოქიმიური, შარდის, კანის, კოპროლოგიური ანალიზები და სწრაფი იმუნოქრომატოგრაფიული ტესტები კეთდება, რომლებიც ძაღლის ჭირს, ბაბეზიოზს, ანაპლაზმოზს, ერლიხიოზს, ლეიშმანიოზს, დიროფილარიოზსა და სხვა დაავადებებს ავლენს. მცირე ქირურგიული ჩარევების დროს ჭრილობებს ვამუშავებთ და ნაკერებს ვადებთ. პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების, ასევე ლიამბლიას დიაგნოსტირება ადგილზე სწრაფი ტესტებით ხდება, რასაც შესაბამისი მკურნალობის დაწყება მოჰყვება. ცხოველის მშობიარობას ბინაზევე ვიღებთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში საკეისრო კვეთაზე გადაგვყავს. ჩვენს მომსახურებაში ევთანაზიაც შედის. ცოფის ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრისთვის სისხლს ადგილზევე ვიღებთ და კვლევისთვის „მრჩეველის“ ლაბორატორიაში ვაგზავნით. საჭირო კონსულტაციას კი ვაქცინაციის, ჩიპირებისა და პასპორტიზაციის საკითხებზე გაგიწევთ.

ლოკაციები

მსგავსი ბიზნესები

  1. ვეტერინარული კლინიკა VET HELP

    Google-ის რეიტინგი 5.0 5-დან, 4 შეფასება

    თბილისი

  2. ვეტ სივრცე Vet Space

    Google-ის რეიტინგი 4.5 5-დან, 41 შეფასება

    თბილისი

    ფასი შეთანხმებით

    დარეკვა · ვეტ სივრცე Vet Space

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გავაკეთებ.ge

შეგვატყობინეთ ამ განცხადებაში არსებული პრობლემის შესახებ

გაზიარება